logo
ENG



რობოტი პეპერი კოვიდის დამარცხებაში დაგვეხმარება - ტიკარაძე

18 ივნ 202012:45
3 წუთის საკითხავი
 
u1cictmzvht8t50.png

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ წლიური საქმიანობის შეჯამების პრეზენტაციაზე დამსწრეებს რობოტი „პეპერი“ წარუდგინა.

რობოტი ღონისძიების მონაწილეებს ქართულად მიესალმა.

„დღეს გვაქვს ჩვენ რამდენიმე მოულოდნელი სიურპრიზი და პირველი არის ჩემი დამხმარე, რობოტი "პეპერი", რომელიც გუშინ ჩამოვიდა საფრანგეთიდან და ახლა სწავლობს ქართულს. ის დაგვეხმარება სამომავლოდ კოვიდის დამარცხებაშიც და ეს არის ერთ-ერთი უახლესი სიტყვა ტელემედიცინაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ და აღნიშნა, რომ რობოტის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაციას მოგვიანებით გავრცელდება.


close დახურვა